,,მედიაწიგნიერება და სიძულვილის ენა”

  შეხვედრების ციკლის "გაზიარება ზრუნვაას" ფარგლებში, ტრადიციულად სამშაბათს, 20 ივნისს, 19:00 სთ-ზე, ჩატარდა შეხვედრა:  ,,მედიაწიგნიერება და სიძულვილის ენა.”

ტრენინგზე განხილული იყო:

  •  მედიაწიგნიერების არსი და მისი მნიშვნელობა თანამედროვე ადამიანისთვის;
  •  რა პრობლემებს და გამოწვევებს ხვდება არამედიაწიგნიერი ადამიანი        ყოველდღიურად ციფრულ ეპოქაში.
  •  რა კავშირია მედიაწიგნიერებასა და სიძულვილის ენას შორის, რამდენად ხშირად    ვაწყდებით სიძულვილის ენას მედიაში
  •  როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ის სხვადასხვა საშუალებებით.

 შეხვედრის განმავლობაში ვისაუბრეთ როგორც სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე, ასევე განვიხილეთ ქართული კონკრეტული მაგალითები, პროცესში აუდიტორია აქტიურად ჩაერთო, და გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება, თუ რამდენად ხშირად უწევთ შეხება სიძულვილის ენასთან.

   ტრენერისგან მიიღეს პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ შეუძლია თანამედროვე ადამიანს ციფრულ ეპოქაში გადაამოწმოს სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც სიძულვილის ენას შეიცავს  და როგორ არის შესაძლებელი  არასწორი ინფორმაციის განსხვავება სიმართლისგან.
   შეხვედრას გაუძღვა: სამართლის მაგისტრი და მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი - მარი გელაშვილი.
  შეხვედრების ციკლი - "გაზიარება ზრუნვაა" ტარდება საქართველოში ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრების მიზანია - გავაძლიეროთ ერთმანეთი, გავაზიაროთ ცოდნა და გამოცდილება.  შეხვედრების ციკლის ინიციატორია პავლე თვალიაშვილი. მას ეხმარებიან კოლეგები, მეგობრები და ნაცნობები. შეხვედრები არ ფინანსდება ვინმეს მიერ. ეს ინიციატორების კეთილი ნების გამოვლენაა.

შეხვედრა შედგება განათლებისა და მართვის გუნდის, EMT -ის ოფისში. მის: საბურთალო, ბახტრიონის 7ა, 1-ლი სადარბაზო, 1-ლი სართული, ოთახი #3

T: 595 368 368