CENN - ის ეკო ბანაკებში EMT-ის ლიდერები მუშაობენ


WMTR II პროგრამის ფარგლებში ტარდება CENN - ის საზაფხულო ეკო ბანაკები „ყველაფერი ნარჩენების შესახებ“ პირველი გამოშვება 10 აგვისტოს დასრულდა. ბანაკის პერიოდი (1–10 აგვისტო) ხოლო მეორე ნაკადი ახლა მიმდინარეობს 12 აგვისტოდან და დასრულდება 21 აგვისტოს. 
კახეთის, აჭარის, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლის მოსწავლეებს, უტარდებათ სხვადასხვა შემეცნებით–გასართობი ტრენინგები, რომელთა მიზანია არა მხოლოდ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვაზე, არამედ მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა გარემოს ზრუნვის საკითხებში. 
EMT - ის ლიდერები მუშაობენ ბანაკის მონაწილეებთან  არაფორმალური განათლების ინსტრუმენტების გამოყენებით.
საზაფხულო ეკო ბანაკები ხორციელდება WMTR II პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებით.
ეკო ბანაკის პროგრამა მოიცავს,  ტრენინგებისა და პრაქტიკული დავალებების გარდა მოიცავს ლაშქრობას. ორივე ნაკადის მონაწილეები იყვნენ ორ დღიან ლაშქრობაზე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.