EMT - განათლებისა და მართვის გუნდისა და CISV-საქართველოს ვაკანსია: ადმინისტრაციული ასისტენტი


EMT - განათლებისა და მართვის გუნდისა და CISV-საქართველოს

ვაკანსია
ადმინისტრაციული ასისტენტი

EMT და CISV-საქართველო თბილისში ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე ოფისის მეშვეობით არაფორმალური განათლების სერვისებს ახორციელებენ. სერვისების ჩამონათვალშია: ტრენინგები, კონფერენციები, ბანაკები, სასწავლო ტურები, კონკურსები…
www.emt.ge და www.cisv.org.ge 

სამუშაო საათები: 11-დან 20 სთ-მდე.
სამუშაო დღეები: 5 დღე კვირაში (შაბათ-კვირა სამუშაო დღეებია)

      ადმინისტრაციული ასისტენტის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • ადმინისტრაციული საკითხების მონიტორინგი და მათი შესრულება;
  • სხვადასხვა დოკუმენტების მომზადება /დახარისხება;
  • თანამშრომლების დახმარება ადმინისტრაციულ საკითხებში;
  • ოფისის ყოველდღიური საქმიანობების მართვა;
  • შემოსულ ზარებზე და ელექტრონულ შეტყობინებებზე პასუხი;
  • მოხალისეთა შერჩევის ორგანიზება და მათთან მუშაობა;
  • ტრენერებთან და ტრენინგის მონაწილეებთან კომუნიკაცია;
  • ტრენინგისა და სხვა სერვისების განაცხადების ტექსტების შემუშავება და გამოქვეყნება;
  • სხვადასხვა პროექტის, ტრენინგის თუ ბანაკის მონაწილეთა განაცხადების მიღება;
  • ოფისის მომარაგება საჭირო ნივთებით;
  • კომუნიკაცია ბუღალტერთან და უშუალო ხელმძღვანელებთან;
  • კომუნიკაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან. 

       მოთხოვნები:
  • კომპიუტერული უნარები (Word; Excel; Powerpoint; Mail; Google Drive) სასურველია Photoshop;
  • აკადემიური წერა;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები;
  • უცხო ენა - ინგლისური, საქმიანი ურთიერთობისთვის.

  • ცვლილებების მარტივად მიმღები და მოქნილი;
  • თვლის, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებული წინსვლასა და განვითარებაზე.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Emt.apply@gmail.com
 25 აგვისტოს 17:00 სთ-მდე. 

გთხოვთ, ვაკანსიასთან დაკავშირებით მობილურზე არ დაგვირეკოთ. 

პირველ ეტაპზე გასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 28 აგვისტომდე. შემდეგ ეტაპზე გასული კანდიდატი სტაჟირებას გაივლის ორგანიზაციაში სექტემბრის თვეში გამოცდილი თანამშრომლის ზედამხედველობით და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში მუშაობას დაიწყებს ოქტომბრიდან.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მადლობა ინტერესისთვის.